მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნინო წილოსანი დედოფლისწყაროში ფერმერებს ხვდება

მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტი კახეთში გასვლით სხდომებსა და შეხვედრებს ატარებს.

დღეს, 15 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად, დედოფლისწყაროში, ფერმერებს ხვდება. შეხვედრაზე, კანონმდებლები, ფერმერებს ქარსაფარი ზოლების მოწყობის თაობაზე, აგრარულ კომიტეტში შემუშავებული კანონის პროექტს აცნობენ.

პარლამენტარები, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ქარსაფარ ზოლებს, ადგილზეც მოინახულებენ.

14 თებერვლის შეხვედრების ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული კოოპერატივების წარმომადგენლებს, საკომიტეტო მოკვლევის შედეგები გააცნეს, რომელიც კოოპერატივების შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში მიიღეს.

კომიტეტის წევრები, სოფელ კაჭრეთის კოლეჯშიც იმყოფებოდნენ, სადაც აგრარული მიმართულების რამდენიმე სპეციალობა მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button