“რუსთავი2”-ის საქმის განხილვა გადაიდო

“რუსთავი 2-ის” საქმის განხილვა 22 ოქტომბერს გაგრძელდება. დღევანდელი სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.– იუწყება თავად ტელეკომპანია.

მოსამართლემ მოსარჩელე მხარეს დაავალა, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რის საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა და რა ღირდა იმ დროისათვის “რუსთავი 2”-ის აქციები.

“რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს ბოლო ერთი საათი არ ესწრებოდა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ის მოსამართლე ურთმელიძემ დარბაზიდან გააძევა. პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზი დატოვეს არხის თანამშრომლებმაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button