მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს შესაძლოა ლიცენზია ჩამოერთვას

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებმა შემოწმება დაიწყეს.
სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგის განხორციელებას მთელი დღის განმავლობაში გეგმავენ. არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის გამო, პანსიონს ლიცენზია ჩამოერთვას.
ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები პანსიოში ბოლოს 2018 წელს იმყოფებოდნენ,რა დროსაც გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, მათ შორის არასრულფასოვან კვების რაციონთან დაკავშირებთ,
დარღვევად მიიჩნიეს ასევე ის, რომ ბავშვებს წლის განმავლობაში არ ეძლეოდათ პანსიონის დატოვების უფლება.
კიდევ ერთი დარღვევა, რაზეც იმ პერიოდში ყურადღება გამახვილდა იყო ის ,რომ ერთ ოთახში 96 ბენეფიციარზე მეტი იმყოფებოდა, რაც დაუშვებელია.