მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნინოწმინდის პანსიონატში 29 ბავშვი რჩება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 29 არასრულწლოვანი რჩება, გამოყვანილია 24 ბავშვი. ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში აცხადებენ.

” ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატშია სააგენტოს 10-ზე მეტი სპეციალისტი. […] დღეის მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონატში რჩება 29 არასრულწლოვანი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყო პანსიონატიდან 24 ბავშვის გამოყვანა, რომლებიც ბიოლოგიურ ოჯახში, თუ სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში განთავსდნენ.

ვაგრძელებთ ინდივიდუალურად ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან მუშაობას, მათთან ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები”, – განმარტასახელმწიფო ზრუნსვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button