მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ნინოწმინდის პანსიონში საკადრო ცვლილებების მოლოდინში არიან

ნინოწმინდის პანსიონში საკადრო ცვლილებები იგეგმება. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს.

“საკადრო ცვლილებები დაკავშირებული იქნება ორგანიზაციის ოპტიმიზაციასთან, ვინაიდან, მოგეხსენებათ, უკვე პანსიონში არის 23 ბავშვი და იმის საჭიროება, რომ ახლა სრულად იყოს დატვირთული პანსიონი, დღეის მდგომარეობით, უკვე აღარ არსებობს.

მეუფე განიხილავს ყველა საკითხს, თუნდაც – ბენეფიციარებთან შესაძლო კომუნიკაციის პრესისა და მასმედიის საშუალებით, უბრალოდ, ეზოში შესვლის საკითხი, რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად მან გადაწყვიტა.
რაც შეეხება ბენეფიციარებს, აღნიშნული უნდა განხორციელდეს სოცმუშაკებისა და ფსიქოლოგებთან ერთად, რომ რაიმე ისეთი კანონდარღვევა ჩვენი მხრიდან არ იქნას ჩადენილი,“ – აცხადებს საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button