მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნიუ-დელიში G20 სამიტზე პუტინის ნაცვლად რუსეთს სერგეი ლავროვი წარადგენს

ნიუ-დელიში „ოცეულის ჯგუფის“ (G20) რიგით მე-18 სამიტი დაიწყო. მედიის ცნობით, ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა, რომელიც ინდოეთში და ზოგადად, სამხრეთ აზიაში ტარდება.

ინდოეთის თავმჯდომარეობა „ერთი დედამიწა, ერთი ოჯახი, ერთი მომავალი“ თემაზეა კონცენტრირებული.

Reuters-ის ცნობით, სამიტი აფრიკული კავშირისთვის მუდმივი წევრობის მინიჭებიდან დაიწყო.

„ჩვენ მივესალმებით აფრიკული კავშირის წევრობას და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ჩართვა G20-ის მუშაობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვეობის გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში“, – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.
დღის წესრიგის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებები და უკრაინაში რუსეთი აგრესია იქნება. შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტი გამოტოვებს, თუმცა ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, ადგილზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ჩავიდა. ნიუ-დელიში არ აპირებს სტუმრობას ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური, სი ძინპინი.

ახლა G20-ში ოცდაერთი მონაწილეა ევროკავშირის, აშშ-ს, ჩინეთისა და რუსეთის ჩათვლით. G20-ის წილი მსოფლიო მთლიან შიდა პროდუქტში 85% შეადგენს, რაც მსოფლიო ვაჭრობის 75%-ზე მეტია. აფრიკული კავშირის მიღებით, რომელიც 55 ქვეყანას აერთიანებს, ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. სამიტის მუშაობაში აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც მონაწილეობს.

„ბლოკში უკრაინაში ომთან დაკავშირებით უთანხმოებას აქვს ადგილი: დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ქმედებების დაგმობას მოითხოვენ, სხვა ქვეყნებს კი მიაჩნიათ, რომ ჯგუფმა უფრო ფართო ეკონომიკურ საკითხების გადაწყვეტაზე უნდა იმუშაოს“, – წერს Reuters-ი.

ცნობისთვის “დიდი ოცეულის” ლიდერებმა, ინდოეთში, შაბათ-კვირისთვის დაგეგმილ სამიტზე, ნიუ-დელიში ჩასვლა დაიწყეს 8 სექტემბერს ყოველწლიურ შეხვედრაზე.
მოლაპარაკებების მონაწილეები ცდილობდნენ გადაელახათ უთანხმოებები უკრაინაში ომთან დაკავშირებით და კონსენსუსის მიღწევისკენ მიისწრაფვიან სამიტის წარმატებით ჩასატარებლად.
ინდოეთის დედაქალაქის ქუჩებში ჯიხურები, მაიმუნები და მაწანწალა ძაღლები აღკვეთეს, ხოლო ოფისები და სკოლები დაიხურა უსაფრთხოების ზომების გამო, რათა ორდღიანი სამიტის შეუფერხებლად წარმართვა უზრუნველეყოთ.
შეხვედრის წარმართვას საფრთხეს უქმნის უფრო ღრმა უთანხმოება უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით, რაც ზარალს აყენებს ისეთ საკითხებში წინსვლას, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, ვალების გამო კრიზისი და თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ინდოეთში არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, ჩინეთისა და იაპონიის პრემიერ მინისტრები.

მსგავსი პოსტები

Back to top button