ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა [Photo/Video]

ნიუ-იორკში, ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, კომპანია Aerolineas Argentinas ავიალაინერს ხანძარი გაუჩნდა, – გვაცნობებს ABC.

თვითმფრინავი ბუენოს-აირესში გაფრენას აპირებდა, მაგრამ მის ძრავს ცეცხლი მოეკიდა. თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ აფეთქების ხმა გაიგონეს. სოცქსელებში ინციდენტის ამსახველი მოკლე ვიდეო გავრცელდა, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო.

სამართალდამცველებმა ასაფრენი ბილიკი გადაკეტეს. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა

[print_gllr id=53184]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button