ნიუ-იორკის მერი კვლავ ბილ დე ბლაზიო გახდა

ნიუ-იორკის მოქმედი მერი ბილ დე ბლაზიო უკვე მეორედ აირჩიეს პირველ პირად. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კანონის თანახმად, ბლაზიო მერის პოსტზე 2022 წლამდე დარჩება. ამჯერად მან ამომრჩეველთა ხმების 60% მიიღო.
წინაასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვითაც, ბლაზიოს მის კონკურეტთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა.
კონკურენციას ბილ დე ბლაზიოს 36 წლის რესპუბლიკელი ქალი ნიკოლ მალიოტაკისი უწევდა.