ნიუ-იორკის მერი კვლავ ბილ დე ბლაზიო გახდა

ნიუ-იორკის მოქმედი მერი ბილ დე ბლაზიო უკვე მეორედ აირჩიეს პირველ პირად. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კანონის თანახმად, ბლაზიო მერის პოსტზე 2022 წლამდე დარჩება. ამჯერად მან ამომრჩეველთა ხმების 60% მიიღო.

წინაასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვითაც, ბლაზიოს მის კონკურეტთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა.

კონკურენციას ბილ დე ბლაზიოს 36 წლის რესპუბლიკელი ქალი ნიკოლ მალიოტაკისი უწევდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button