მსოფლიოსიახლეები

ნიუ-იორკის შტატში დღე-ღამეში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 799 ადამიანი დაიღუპა.

როგორც შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ აღნიშნა, აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ამ შტატში 24 საათში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში ჯამში 159 937 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 7 067 გარდაცვლილი.

ნიუ-იორკის შტატის შემდეგ, კორონავირუსის ეპიდემიამ ყველაზე მეტად, მეზობელ ნიუ ჯერსის შტატში მოიკიდა ფეხი. აქ 47 437 ინფიცირებული და 1 504 გარდაცვლილია.

რაც შეეხება მთლიანად შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში ჯამში 450 000-მდე ინფიცირებულია. ვირუსს ემსხვერპლა 15 800-ზე მეტი ადამიანი, ხოლო განიკურნა 24 562 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button