ნიუ-იორკში ებრაული სასფლაო უკვე მესამედ წაბილწეს [Photo/Video]

ნიუ-იორკის პოლიცია ებრაულ სასაფლაოზე მომხდარ ვანდალურ აქტს იძიებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე სამწუხარო შემთხვევაა, – იუწყება CNN.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ როჩესტერის ებრაულ სასაფლაოზე მომხდარი ვანდალური აქტების სერიას აუცილებლად გამოიძიებს.

“ნიუ-იორკის სათვისტომო, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებისგან შედგება, სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ფაქტების მომსწრე გახდა. სახელმწიფო პოლიციამ ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ერთად იმ უდუდესი დანაშაულის გამოძიება დაიწყო, რომელიც ბოლო დროს შტატში უკვე მესამედ დაფიქსირდა”, – განაცხადა გუბერნატორმა.

ანტიდიფამაციულმა ლიგამ, რომელიც ანტისემიტიზმთან მებრძოლ ორგანიზაციას წარმოადგენს, დამნაშავეთა დასაკავებლად $5000 ჯილდო დააწესა.

 

[print_gllr id=54539]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button