ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტიდან 14 წელი შესრულდა

ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტიდან 14 წელი შესრულდა. მსოფლიოს უდიდეს მეგაპოლისში და სხვადასხვა ქალაქში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში, სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბრჯენს, ე.წ. “ტყუპებს” ტერორისტების მიერ გატაცებული ორი თვითფრინავი შეეჯახა. იმ დღეს, გარდა მშვიდობიანი მოქალაქეებისა, დაიღუპა 19 ტერორისტი. ამ დღეს ტერორისტების მიერ გატაცებულ იქნა კიდევ 2 თვითმფრინავი, რომელთაგან ერთი ვირჯინიის შტატში, პენტაგონის შენობას შეეჯახა, მე-4 თვითმფრინავი კი, მგზავრთა წინააღმდეგობის შედეგად, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. როგორს გამოძიებით გახდა ცნობილი, ეს ტერორისტული აქტი მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბენ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული.

ტერაქტის მსხვერპლთა ნარჩენების ამოცნობა ოფიციალურად მხოლოდ 2002 წლის 15 სექტემბერს დასრულდა. 2002 წლის 20 აგვისტოს ტერაქტის დროს გარდაცვლილთა პირველი ოფიციალური სია გამოქვეყნდა. მასში 2819 ადამიანია მსოფლიოს 80 ქვეყნიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button