ნიუ-იორკში მორგან ფრიმენის შვილობილი მოკლეს
ნიუ-იორკში მსახიობ მორგან ფრიმენის შვილობილი – იდენა ჰაინსი მოკლეს, – იუწყება პორტალი NBCNewYork.
33 წლის ჰაინსი სამართალდამცველებმა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე, დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით იპოვეს. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა.
პოლიციელებმა 30 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს და ექსპერტიზისთვის, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.
იდენა ჰაინსი მორგან ფრიმენის პირველი ცოლის შვილიშვილი და მსახიობის ნათლული იყო.
მორგან ფრიმენი (ინგლ. Morgan Freeman დ. 1 ივნისი, 1937) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და მთხრობელი. ფრიმენს მიღებული აქვს ოსკარის ნომინაციები ფილმებისთვის „ქუჩისბიჭი“, „მის დეიზის მძღოლი“, „გაქცევა შოუშენკიდან“ და „უძლეველი“. მას ასევე ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო აქვს მიღებული.