ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეტროპოლიტენის სადგური გაიხსნა [Photo/Video]

ნიუ-იორკში, ხუთშაბათს, 3 მარტს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან უმსხვილესი სატრანსპორტო-გადასაჯდომი კვანძი გაიხსნა. ეს მეტროს სადგური მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად შეფასდა, – იუწყება ტელეარხი NY1.

სადგური დაგეგმილზე გვიან გაიხსნა. გამოცემა ABC-ის მონაცემებით, თავდაპირველად პროექტის ბიუჯეტი 2,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მაგრამ ჯამში მშენებლობა 5,2 მილიარდი დოლარი დაჯდა. ამრიგად, აღნიშნული სადგური მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გახდა.

“უბრალო შახტიც მეყოფოდა, სამსახურში წასასვლელად უნდა ვიმგზავრო, და არა კედლების სილამაზით დავტკბე”, – განაცხადა პროექტის სიძვირით უკმაყოფილო ერთ-ერთმა მგზავრმა.

ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის საპორტო სამმართველომ, რომელმაც სადგური ააშენა, გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე უარი თქვა, თუმცა პროექტის არქიტექტორი, სანტიაგო კალატრავა გადასაჯგომი კვანძის გაშვებას მაინც დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ სადგურის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. სავაჭრო ცენტრის 18 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე ჯერ არცერთი მაღაზია მუშაობს. ამის გარდა, გახსნის დღეს მეტროს 11 სადგურში გადასაჯდომი კვანძები არ ფუნქციონირებდა. საპორტო სამმართველო მიწისქვეშა სისტემასთან სადგურის მიერთების ზუსტ თარიღს ჯერ ვერ ასახელებს.

მიწისქვეშა გადასასვლელის გარდა, სადგური ნიუ-ჯერსის საგარეუბნო ელექტრომატარებელსა და საქვეითო გადასასვლელს ემსახურება, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკებს უკავშირდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30660″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button