პარიზის გარეუბანში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის გარეუბანში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა, – იუწყება რადიოსადგური France info.

ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პარიზის ტერაქტში გამოყენებულის იდენტურია.

პოლიციამ ის ბინა გაჩხრიკა, სადაც სავარაუდო ტერორისტი წინა დღით დააკავეს. იქვე ასაფეთწებელი მოწყობილობის კომპონენტებიც იპოვეს.

ამის გარდა, როგორც რადიოსადგური აღნიშნავს, სამართალდამცველებმა ბინის ჩხრეკის დროს ცეცხლსასროლი იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩინეს.

როგორც ცნობილი გახდა. 24 მარტს პარიზის გარეუბანში ტერაქტების მომწყობი პირი დააპატიმრეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ ახალი ტერაქტის დაგეგმვისას ბოროტმოქმედებს “წკიპზე მიუსწრეს”. კაზნევის ინფორმაციით, დაკავებული ტერორისტული ქსელის წევრი და საფრანგეთის მოქალაქეა, რომელიც ახალი ტერაქტების განხორციელებისთვის ემზადებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button