სპორტი

ნიუკასლს ედი ჰაუ ჩაიბარებს

ნიუკასლ იუნაიტედს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გუნდს ედი ჰაუ ჩაიბარებს. 43 წლის სპეციალისტმა უკვე მიაღწია შეთანხმებას კლუბთან და ინგლისური პრესის ინფორმაციით, გუნდის მმართველები თავკაცის ვინაობას პოსტზე ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.

ედი ჰაუს კონტრაქტის ვადა”კაჭკაჭებთან” 2,5 წლით განისაღვრა.

ნიუკასლი ჰაუს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც წარუმატებლად დაასრულა მოლაპარაკება პორტუგალიელ პაულუ ფონსეკასთან, ინგლისელ ფრენკ ლამპარდთან
და ესპანელ უნაი ემერისთან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიუკასლ იუნაიტედი საუდელმა ინვესტორებმა 350 მილიონ ევროდ შეიძინეს,

ცოტა ხნის წინ ნიუკასლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სტივ ბრიუსს დაატოვებინეს და კლუბი მის შემცვლელს ეძებს.

ედი ჰაუს სამწვრთნელო გამოცდილება ბორნმუთსა და ბარნლში აქვს მიღებული, სადაც 2008-2020 წლებში მუშაობდა.

ნიუკასლ იუნაიტედს ინგლისის პრეიმიერლიგაში ჩატარებულ 10 მატჩში სულ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლისწინა, მე-19 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას “კაჭკაჭები” 6 ნოემბერს, სტუმრად ბრაიტონთან ჩაატარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button