კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. ინციდენტი, სავარაუდოდ, შენობაში განთავსებული ბანკომატის გაძარცვის მიზნით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია შენობა, ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ბანკომატი.

შსს-ს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button