სპორტი

ლუკას პოდოლსკი ისტორიულ სამშობლოში ბრუნდება. ის პოლონურ გორნიაკში ითამაშებს

ლუკას პოდოლსკი პირველად თავის კარიერაში პოლონურ კლუბში ითამაშებს. ფეხურთელი პოლონეთში დაიბადა, თუმცა ის გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი იყო. ბუნდეს გუნდის მაისურით 36 წლის ფეხბურთელს 130 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 49 გოლი აქვს გატანილი.

პოლონურმა “გორნიაკმა“ და თავად ფეხბურთელმა ფეისბუკ გვერდზე თითქმის ერთდროულად დაადასტურეს, რომ ლუკასი სწორედ ამ გუნდის ღირსებას დაიცავს.

ლეგენდარული პოდოლსკი ბოლო წლებში იაპონურ კლუბ „ვისელ კობეში“ თამაშობდა. ბოლო სეზონი მან თურქულ „ანტალიასპორში“ გაატარა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი „გორნიაკმა“ პოლონეთის ჩემპიონატის მეათე ადგილზე, 37 ქულით დაასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button