საქართველოსიახლეები

ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარი პროდიუსერია

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტვ “პირველის” გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია დღეს, 21 აპრილს ავრცელებს.

“მისი მოსვლა ტვ “პირველისთვის” უდიდესი შენაძენია, ძალიან დიდი შენაძენი და მიხარია, რომ ის დღეიდან უკვე ჩვენი გუნდის წევრია. არხის მთავარ პროდუსერობასთან ერთად, რასაკვირველია, ის სულ მალე შემოგთავაზებთ საავტორო გადაცემასაც, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამორჩეული და ზესაინტერესო იყო ხოლმე და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, უკვე ახალი შემართებით”, – წერს ინგა გრიგოლია პირად ფეისბუკ გვერდზე.

ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის ინფორმაციით, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში შაბათს გავა.

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ ტელეარხი რამდენიმე დღის წინ დატოვა. ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” მუშაობა ნიკა გვარამიას დირექტორობის დროს დაიწყო, მოგვიანებით კი, ამავე ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა.

“რუსთავი 2-დან” წამოსვლიდან მალევე, ნიკა გვარამიამ “მთავარი არხი” დააფუძნა, სადაც “კურიერის” მთავარ სახეებთან ერთად, ნოდარ მელაძემაც დაიწყო მუშაობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button