მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნოემბერში ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე, ნოემბერში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება,– იუწყება BBC.

გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანდემიის პირობებში სამიტი არ უნდა ჩატარდეს.

სამიტის ინიციატორი გერმანია იყო, რომელიც ამჟამად, როტაციის პრინციპით, ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა.

სამიტზე ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობაზე მსჯელობა იგეგმებოდა.

ცნობისთვის: გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button