ნოლე კვალ შეუჩერებელია

ნოვაკ ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერზ1000-ზე შარშან მოპოვებული საჩემპიონო ტიტულის დაცვა დამაჯერებლად დაიწყო – სერბმა საათსა და 17 წუთში იტალიელ ფაბიო ფონინის 6:3, 6:3 მოუგო. ნოლეს მომდევნო წრის მეტოქეს კანადელი ვაშეკ პოსპიშილისა და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის მატჩი გამოავლენს. წლეულს 29 წლის ჯოკოვიჩმა 7 ტიტული უკვე მოიგო, დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით მისი საამსეზონო მოგება-წაგების ბალანსი 57:6-ზეა. ამასთან, 2015 წლის გარდა ნოვაკმა შანხაიში 2012 და 2013 წლებშიც იმარჯვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button