მნიშვნელოვანისპორტი
ნონა გაფრინდაშვილმა ლიონელ მესის მოოქროვილი ჭადრაკი გაუგზავნა

მსოფლიო ჭადრაკის ქართველმა ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა 6-გზის ოქროს ბურთის მფლობელ ლიონელ მესის მოოქროვილი სამეფო ჭადრაკი გაუგზავნა.
მას შემდეგ, რაც ივნისის თვეში მესიმ ქართველ დიდოსტატს 80 წლის იუბილე საკუთარი ავტოგრაფიანი მაისურით მიულოცა, გაფრინდაშვილმა საპასუხო საჩუქარზე დაიწყო ფიქრი.
მას კი მიზნის განხორციელებაში კომპანია „ზარაფხანა“ დაეხმარა, სადაც მსოფლიოს ფეხბურთის მოქმედი ლეგენდისთვის სპეციალურად მოოქროვილი ფიგურებით გაწყობილი სამეფო ჭადრაკი დაამზადეს.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მას სჯეროდა, რომ არგენტინა „კოპა ამერიკის“ ტურნირს მოიგებდა და დროს ელოდა, რომ გამარჯვება მიელოცა. „ვფიქროს , ეს საჩუქარი მას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“ – წერს მსოფლიო ჭადრაკი ქართველი ქალი ლეგენდა.