“კაბელების საქმეზე” ბრალდებულებს 7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულის ახლობლების მხრიდან ხმაური და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ მათ დარბაზი დაატოვებინა.

სასამართლოში იმყოფებოდნენ “თავისუფალის დემოკრატების” ლიდერებიც.

ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია – ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ დიდ ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი”,- ამის შესახებ „თავისუფალი დედმოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არიან ჩართული სასამართლო სამქმეებში, რაც დღესაც გამოჩნდა.

„სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ, რომ ეს ბიჭები დავიხსნა ტყვეობიდან“,-აღნიშნა იარაკლი ალასანიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button