ნორვეგიელებმა უჩვეულო რობოტი-გველი გამოიგონეს [Photo/video]

ნორვეგიულმა კომპანია Kongsberg Maritime-მა ახალი რობოტი გამოიგონა, რომელსაც უჩვეულო – გველის ფორმა აქვს და წყალქვეშ ცურვა შეუძლია. აპარატი საზღვაო ინსპექციასა და დანადგარების შეკეთებას მოემსახურება. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა რობოტ Eelume-ს შექმნას 10 წელი მოანდომეს. ისინი ვარაუდობენ, რომ დანადგარი იმ ძვირადღირებულ აპარატებს შეცვლის, რომლებიც წყალქვეშა გარემოს იკვლევენ.
თავისი მოქნილობის წყალობით, Eelume ძნელმისადგომ ობიექტებთან თავისუფლად მიცურდება. მისი მართვა დისტანციურად – პულტის მეშვეობით განხორციელდება.
გამომგონებლების ინფორმაციით, რობოტი წყალქვეშა გარემოს მონიტორინგისთვის შეიქმნა. მას ობიექტების განათების, დაზიანებული დანადგარების შესწავლის, ჭანჭიკების მოჭერისა და ვიდეოჩაწერის ფუნქცია გააჩნია.
კომპანიის მუშაკები იმედს გამოთქვამენ, რომ გამოგონება წყალქვეშა ინსპექციის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33745″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]