მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ნორვეგიის ელჩი: “როგორც ქართველი თამადა იტყოდა…”

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩი, ელენე სანდ ანდრესენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული სიტყვებით ულოცავს.

ელჩი ამბობს, რომ ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

“ნორვეგია საერთო მიზნების მიღწევაშიც საქართველოს სანდო პარტნიორად დარჩება. როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. პირველად თქვენს ლამაზ ქვეყანას 1979 წელს ვესტუმრე. მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. დღეს ნათელია, განვითარების რომელი გზა აირჩიეთ თქვენ. ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის პოლიტიკურ არჩევანს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”.

https://www.facebook.com/NorwayInGeorgia/videos/662725884305290/

 

მსგავსი პოსტები

Back to top button