მსოფლიო

ნოტრ-დამის აღსადგენად გაღებულმა თანხებმა, 1 მილიარ ევროს მიაღწია

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულებამ უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია.  თანხის დიდი ნაწილი, ბიზნესმენების, ბანკებისა და მსხვილი კომპანიების მიერ განხორციელებულმა შემოწირულობებმა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 680 მილიონ დოლარზე მეტი, ხანძრიდან 24 საათზე ნაკლებ დროში იყო მოგროვებული.

ყველაზე მსხილი შემომწირველები არიან:

ფრანგული ნავთობკომპანიის გიგანტის აღმასრულებელი დირექტორი, პატრიკ პუიანი – 100 მილიონი ევრო.

ბერნ არნოს ოჯახი და მათი კომპანია LVMH – 200 მილიონი ევრო.

Kering ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ფრანსუა-ანრი პინო – 200 მილიონი ევრო.

ბეტენკორტ მეიერსის ოჯახი და ბეტენკორტ შულერის ფონდი – 200 მილიონი ევრო.

ტაძრის რესტავრაციისთვის, 50 მილიონ ევროს გამოიყოფა პარიზის ბიუჯეტიდან.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ნოტრ-დამის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის თანხას გადარიცხავს კომპანია Apple.

ნებისმიერ მსურველს შეეძლება შემოწირულობის გაკეთება,
ინტერნეტ-პორტალზე, რომელიც საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადებით, მალე გაიხსნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button