ბიზნეს ფორუმი – ‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016‘’ იწყება

ხვალ,29 სექტემბერს  ციხისძირში „ბიზნეს ფორუმი ‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016’’ სასტუმროსა და გამაჯანსაღებელ კომპლექს „კასტელო მარეში“ გაიხსნება. ფორუმზე განხილული იქნება ‘’საქართველოს ტურიზმის წარსული, აწმყო და მომავალი’’. ღონისძიების მთავარი მიზანი როგორც ორგანიზატორები აცხადებენ – ტურიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა იქნება, თუ როგორ შეუძლია ტურიზმს განავითაროს კერძო სექტორი.

რადიო თბილისის ინფორმაციით, ღონისძიებას, ტურიზმის სფეროს, 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ლიდერი დაესწრება.

მათ შორის იქნებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები და სპეციალისტები კერძო სექტორიდან, აკადემიკოსები და მედია წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის განვითარების მიზნით გაცვლიან და გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ იდეებს, ცოდნასა და გამოცდილებებს.

ბიზნეს ჯორჯიას გენერალური დირექტორი, ანა გოგიშვილის განცხადებით, ‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016’’ ყველაზე საინტერესო და შედეგის მომცემი ტურისტული ფორუმი იქნება,  რომელიც ქართველ და საერთაშორისო სტუმრებს გაუზიარებს ქართული ტურიზმის  წარმატების ისტორიებს, მიმდინარე ამოცანებს, გადაწყვეტის გზებს და პრაქტიკულ მაგალითებს.’’

ღონისძიება დასრულდება 30 სექტემბერს ბიზნეს ვიზიტებით, რომელიც ასევე ორგანიზებულია ბიზნეს ჯორჯიას მიერ. ამ ვიზიტების ფარგლებში ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კომპანიებს ესტუმრონ და ტურიზმის მიმართულებით პროექტებს გაეცნონ, განიხილონ თანამშრომლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობები.

ბიზნესფორუმის მედიაპარტნიორია რადიო თბილისი FM93.5

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42592″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1475073353641″]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button