მნიშვნელოვანისაქართველო

“ნტვ პლუს”-ს საქართველოში ავტორიზაცია შეუჩერდა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “NTV +”-ს ავტორიზაცია შეუჩერა. კომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ავტორიზაციის შეჩერება რუსულმა სახელმწიფო ტელეოპერატორმა თავად ითხოვა, თუმცა მიზეზები არ კონკრეტდება.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” არ გამორიცხავენ, რომ ტელეკომპანიის მოთხოვნა საქართველოში მაუწყებლობის შესახებ რეგისტრაციის გავლას უკავშირდებოდეს, რომელიც მოსკოვში გაფორმდა, რის გამოც შესაძლოა “NTV +”-ს გარკვეული პრობლემები შექმნოდა.

საია-ში ვარაუდობენ, რომ კომპანია დარეგისტრირებას ხელახლა ამჟამად უკვე საქართველოში შეეცდება. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მარეგულირებლისგან “NTV +”-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ითხოვდა.

მიზეზად მათ მიერ საქართველოში რუსეთის პროპაგანდისტული ომის გაგრძელება დასახელდა, რომელსაც თავად კომპანიაშიც კი არ მალავდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button