“ნუ შექმნი საფრთხეს, დაიცავი საგზაო წესები”

“ნუ შექმნი საფრთხეს, დაიცავი საგზაო წესები”, – პროექტს ამ სახელწოდებით კახეთის რეგიოში ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ახორცილებს. მათ საგარეჯოში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” ფონდის ხელმძღვანელმა გელა კვაშილავამ განუხცადა, პროექტის მიზანია უფრო მეტად უსაფრთხო გახდეს რეგიონის საავტომობილო გზები და ზოგადად ამაღლდეს საგზაო მოძრაობაში მოქალაქეთა კულტურა.

კვაშილავას თქმითვე, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოზარდთა განათლებას და მათ ჩართვას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებასა და აქტივობებში.

საიფორმაციო ხასიათის შეხვედრას საგარეჯოში სკოლის მასწავლებლები, პედაგოგები, მშობლები და მოქალაქეები დაესწრნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button