მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონაში კვლევები გრძელდება

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ფერდის გამაგრების პროექტის დასაწყებად კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ კახი კალაძემ განაცხადა.

“ამ კონკრეტულ მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურეს გერმანელმა ექსპერტებმა, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი,რომელიც წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა.

ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება, მას შემდეგ რაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები და მიიღწევა სრული სტაბილურობა, რა თქმა უნდა, მაშინვე იქნება აღდგენილი ორმხრივად მოძრაობა,”- განაცხადა კახი კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button