ობამა ჰავაიზე წყლის თხილამურებით სრიალებს [Photo/Video]
აშშ-ის ექსპრეზიდენტი, ბარაქ ობამა ჰავაის არქიპელაგის კუნძულ ნეკერზე დასვენებას აგრძელებს. კუნძული მისი მეგობრის, მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის საკუთრებაა.
Virgin Group-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმა საკუთარ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბარაქ ობამას ექსტრემალური გართობის კადრებია ასახული.
თეთრი სახლის ყოფილი მასპინძელი, რომელიც წყლის თხილამურებით სრიალებს და კაიტსერფინგით ერთობა, შესაშური ფიზიკური ძალის დემონსტრირებას ახდენს.