მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული ჯარები იმედოვნებენ რომ ბახმუტს 9 მაისამდე აიღებენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ჯარები კვლავ იმედოვნებენ, რომ ბახმუტს 9 მაისამდე აიღებენ.
“ოკუპანტები ბახმუტის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში უკრაინის პოზიციებზე შეტევას აგრძელებენ. რუსმა ოკუპანტებმა წარუმატებლად განახორციელეს სახმელეთო დარტყმები სოფელ ბოგდანოვკას მიდამოებში, ბახმუტიდან ჩრდილო-დასავლეთით 6 კილომეტრში, ივანოსვკოეში, ჩასოვ იარსა და სხვა დასახლებებში.
ამავდროულად, რუსული ჯარები კვლავ იმედოვნებენ, რომ ქალაქს [ბახმუტს] 9 მაისამდე აიღებენ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსული არმია გეგმების შეცვლას არ აპირებს და ყველაფერს აკეთებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე კონტროლი დაამყაროს. სირსკის განცხადებით, უკრაინელი მებრძოლების აქტიური მოქმედებების წყალობით, რუსი ოკუპანტები დასახული მიზნების მიღწევას ვერ ახერხებენ.

თუმცა აქვე გაცნობებთ რომ რუს ოკუპანტებს რუსებს ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით ტაქტიკური წარმატება აქვთ- აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მტერი შეტევით მოქმედებებს ახორციელებდა ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით და იქ ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწია.
დონეცკის მიმართულებით მტერი თავის ძირითად ძალისხმევას ბახმუტისა და მარინკას აღებაზე ამახვილებს. ბრიანსკის და კურსკის სასაზღვრო რაიონებში რუსებს ორი ოპერატიული ჯგუფი ჰყავთ გამაგრებული. ოკუპანტები ამას იმისთვის აკეთებენ, რომ თავიდან აიცილონ უკრაინული ძალების გადაყვანა აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელები მზად უნდა იყვნენ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თადაცვისთვის.

“გამწვავდება თუ არა [მდგომარეობა] 9 მაისს, ამის 100%-ით დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია. ვიდრე ომი გაგრძელდება, ესკალაციის ალბათობა ყოველთვის იქნება, თარიღის მიუხედავად.

რუსებს უყვართ თარიღები და ისტორიული პარალელები, მაგრამ იყო საკმაოდ ბევრი ისტორიული და სადღესასწაულო თარიღი, როდესაც გამწვავება არ მომხდარა. ამიტომ, შესაძლოა, იყოს ან არ იყოს გამწვავება. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მტრის მზაკვრული ქმედებისთვის და თავდაცვისთვის”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსული ძალები ყველანაირად ცდილობენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის 9 მაისამდე აღებას. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში რუსეთის არმიამ ბახმუტის დაბომბვის ინტენსივობა გაზარდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 55 შეტევა მოიგერიეს. ომის დაწყებიდან დღემდე კი რუსეთმა უკრაინაში 194 970 ჯარისკაცი დაკარგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button