ობამამ არგენტინაში ტანგო იცეკვა [Video]

ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ბუენოს-აირესში არგენტინის პრეზიდენტ მაურისიო მარკის წვეულებაზე სხვადასხვა პარტნიორთან იცეკვეს.
როგორც ცნობილი გახდა, ბარაკ ობამა კუბიდან არგენტინას ოფიციალური ვიზიტით 23 მარტს ეწვია. ეს ლათინურ ამერიკაში, ბოლო 19 წლის მანძილზე, აშშ-ის მეთაურის პირველი ვიზიტია.