ობამამ “Bataclan”-ში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო [Video]

ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პარიზის საკონცერტო დარბაზი – Bataklan-ი მოინახულა და 13 ნოემბრს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, – გვაცნობებს ABC NEWS.

ტერაქტის ადგილის მონახულების დროს, ამერიკელ ლიდერს, რომელიც პარიზში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრასუა ოლანდი და ქალაქის მერი ანი იდალგო ახლდნენ.

ობამამ დაღუპულთა ხსოვნას პატივი ერთი თეთრი ყვავილითა და წუთიერი დუმილით მიაგო.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტების დროს, როცა ტერორისტები Bataclan-ს დაესხნენ, დარბაზში 1,5 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან – 89 ტრაგიკულად დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button