ობამამ ძველი ჰავანა დაათვალიერა [Photo/Video]

აშშ-ის პრეზიდენტს ძველი ჰავანის ქუჩების დათვალიერებაში თავსხმა წვიმამ ხელი არ შეუშალა, – აღნიშნავს ადგილობრივი მასმედია.

ამერიკის პრეზიდენტმა მეუღლესა და ქალიშვილებთან ერთად ძველი ჰავანის ქუჩებში გაისეირნა, რომელიც კუბის დედაქალის ულამაზეს ნაწილად ითვლება. ობამების ოჯახმა დათვალიერება პლასა-დე-არმასიდან – კუბის დედაქალაქის უძველესი მოედნიდან დაიწყო. პრეზიდენტის ყურადღება აბრაამ ლინკოლნის პორტრეტმა მიიპყრო, რომელიც მოედნის მახლობელ მუზეუმშია დაცული.

ძველი ჰავანის მიმდებარე ქუჩები წინასწარ გადაიკეტა და ავტომანქანების მოძრაობა შეწყდა.

გასეირნების შემდეგ საპრეზიდენტო წყვილი ჰავანის საკათედრო ტაძარში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის ლიდერისა და კუბის არქიეპისკოპოსის, ჰაიმე ორტეგას შეხვედრა გაიმართა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპა საკუთარ Twitter-ზე დააკომენტარა, რომ ობამას კუბაში არასათანადო მიღება მოუწყვეს.

“ობამა კუბას ეწვია, დიდი ამბავი, მას რაულ კასტროც კი არ დახვდა. კასტრომ რომის პაპსა და სხვა მსოფლიო ლიდერებსაც კი დახვედრა მოუწყო. არავითარი პატივისცემა”, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

პრეზიდენტ ობამას ჰავანის აეროპორტში კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრუნო როდრიგესი დახვდა. აღსანიშნავია, რომ კუბის მთავრობის მეთაური, რაულ კასტრო მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს აეროპორტში პირადად დახვდა.

ობამას ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 21-22 მარტს შედგება. იგი მოლაპარაკებას რაულ კასტროსთან გამართავს, აგრეთვე ადგილობრივ დისიდენტებს შეხვდება, კუბის ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოსახლეობას სიტყვით მიმართავს, შემდეგ კი ბეისბოლის საგამოფენო მატჩს დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც თავისულების კუნძულს 88 წლის შუალედის შემდეგ პირველად ესტუმრა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31724″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button