ობამამ იმპერიის მოიერიშეებთან ერთად იცეკვა [Photo/Video]

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ, მიშელ ობამამ საკულტო საგის “ვარსკვლავური ომების” პერსონაჟებთან – დროიდ R2-D2-სა და იმპერიის მოიერიშეებთან ერთად იცეკვეს, – გვაცნობებს თეთრი სახლის ოფიციალური Facebook-გვერდი.

სახელმწიფოს მეთაურმა და პირველმა ლედიმ არაოფიციალური დღესასწაული – ვარსკვლავური ომების დღე 4 მაისს მხიარული ცეკვით აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლმა რამდენიმე საათში 3 მილიონი ნახვა დააგროვა.

აშშ-ში ვარსკვლავური ომების ანუ ლუკ სკაიუოკერის დღედ 4 მაისი ითვლება. აღნიშნული თარიღი ფილმში ხშირად გამეორებადი ციტატის – May the Force be with you (ძალა იყოს შენთან) გამო აირჩიეს, რომელსაც სურათის მრავლი თაყვანისმცემელი ხუმრობით, როგორც May the fourth be with you-ს (4 მაისი იყოს შენთან) წარმოთქვამს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34707″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button