ობამამ პატარა ბავშვს 101 წლისთავი მიულოცა [Video/Photo]

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 1 წლის ბენჯამინ შოსტედს 101-ე დაბადების დღე მიულიცა, – გადმოსცემს NBC News.

ცოლ-ქმარი შოსტედები იუტას შტატიდან, ტრადიციისამებრ ყოველწლიურად, შვილებისთვის დაბადების დღის მილოცვას თეთრ სახლს სთხოვენ. მათ უცროს ვაჟს – ბენჯამინს, რამდენიმე დღეში, 1 წელი შეუსრულდება.

Baby-101st-birthday-card„ძვირფასო ბენჯამინ, დაბადების 101-ე წელს გილოცავთ!“ – იუწყება მიმართვა თეთრი სახლის ოფიციალურ ბლანკზე. წერილს ხელს ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი აწერენ. მშობლები შვილს ხუმრობით ლიტერატურულ პერსონაჟს, ბენჯამინ ბატონს ადარებენ, რომელიც მოხუცად დაიბადა და შემდეგ გაახალგაზრდავდა.

როგორც გაირკვა, შოსტედებს წერილი შეცდომით გაუგზავნეს. მასში ნათქვამია, რომ „101 წლის ბენჯამინი ამერიკის ისტორიის ხელშეუვალი ნაწილია და იმ საუკეთესო მიღწევების დადასტურებაა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ერთობლივი ძალისხმევით მიაღწევს.“

ცოლ-ქმარი იმედოვნებს, რომ ეს ინციდენტი ბედნიერების მომასწავებელი ნიშანია.

მილოცვის მიღება თეთრი სახლიდან აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ საგანგებო შემთხვევებში, რომელიც ოფიციალურ საიტზეა მითითებული.

როგორც წესი, პრეზიდენტი ულოცავს ახალშობილებს, 80 წელს გადაცილებულ ამერიკელებს, ახლადშეუღლებულებს და წყვილებს, რომლებიც 50 წელი ქორწინებაში იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button