სულხან წულაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოთქმული მუქარის გამო დაკავებული სულხან წულაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გირაოს ოდენობა 10 ათას ლარს შეადგენს.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტეს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დაცვის მხარემ მიმართა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმდა.

“თბილისის ფორუმის” ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული განცხადებების გამო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ამასთან, როგორც დაკავებულის ძმა აცხადებდა, სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე ”სახუმარო თემა” გახსნა და დაწერა, რომ გეგმავდა აშშ-ის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს, რის შემდეგაც დააკავეს. მისივე განმარტებით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button