ოდესაში მარშალ ჟუკოვის მემორიალური დაფა დაამტვრიეს [Photo]

ოდესაში უცნობმა პირებმა საბჭოთა კავშირის მარშალ გიორგი ჟუკოვის მემორიალური დაფა დაამტვრიეს, – იუწყება გამოცემა “Думская”.
მემორიალური დაფა დვორიანსკაიას ქუჩაზე მდებარე სახლის კედელზე ეკიდა, სადაც საბჭოთა მთავარსარდალი ცხოვრობდა.
გამოცემის ინფორმაციით, ჟუკოვის დანარჩენი ძეგლები ჯერჯერობით ადგილზეა, მაგრამ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მალე მათ დემონტაჟი ჩაუტარდება. სხვა საბჭოთა ლიდერების ათობით ძეგლი ასევე განადგურებული იქნება.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვიაჩესლავ კირილენკომ განაცხადა, რომ 2013 წლიდან ხელისუფელების ბრძანებით რევოლუციის ბელად ლენინის 1018 ძეგლს დემონტაჟი ჩაუტარეს, ასევე სხვა საბჭოთა პარტიული ლიდერების 148 მონუმენტი დაშალეს.
მიმდინარე წლის მაისში უკრაინაში კომუნისტური სიმბოლიკის დეკომუნიზაციისა და აკრძალვის შესახებ კანონი შემოიღეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მთელ ქვეყანაში იმ სოფლებს, ქალაქებს, ქუჩებსა და მოედნებს, რომელიც საბჭოთა და კომუნისტურ წარსულთან არის დაკავშირებული, სახელს უცვლიან, ხოლო ძეგლებს დემონტაჟს უტარებენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40524″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]