ოდესელმა ხუთეულმა პირველი ფოტოსესია გადაიღო [photo/video]

უკრაინაში ცნობილმა ტყუბემა თავიანთ პირველ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. მიმდინარე წლის 24 ივნისს ქვეყანას 5 ტყუპისცალი მოევლინა: 3 ბიჭი და 2 გოგო. ჩვილებს ალექსანდრა, დარია, დავიდი, ვლადი და დენისი დაარქვეს.
ექიმებმა აღნიშნეს, რომ 5 ტყუპისცალის დაბადება უნიკალური შემთხვევაა, როგორც ოდესისთვის, ისე მთელი უკრაინისთვისაც. პატარების მშობლებს ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდი არ გამოუყენებიათ, ბავშვები ბუნებრივი გზით ჩაისახნენ. აღსანიშნავია, რომ ოდესელ წყვილს კიდევ 3 წლის გოგონა – ალისა ჰყავს.
37 წლის ოქსანა კობელეცკაიამ ულტრასონოგრაფიული გამოკვლების დროს შეიტყო, რომ ერთდროულად 5 შვილის დედა გახდებოდა. ბავშვები საკეისრო კვეთის მეშვეობით დღენაკლულები დაიბადნენ. თითოეული მათგანი 1190-დან 1810 გრამს იწონიდა.
ოდესის მერიამ ოჯახს საჩუქრად სამოთახიანი ბინა გადასცა.
ადგილობრივმა პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა მრავალშვილიანი ოჯახისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაეკეთება გადაწყვიტეს და ბედნიერ მშობლებს ტყუპების ფოტოსესია შესთავაზეს.