ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2016/11/gia-lortqifaniZe.jpg)
ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით თავად გაავრცელა.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ოდესის პოლიციის უფროსი. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული.
წელიწადნახევრის შემდეგ, რაც მე ამ თანამდებობაზე დავინიშნე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული პოსტი“.
ვიდეო მიმართვაში ლორთქიფანიძე ამბობს,რომ იგი რჩება უკრაინის მოქალაქედ და მთავარსარდლის სამსახურში. ამ ეტაპზე თვლის რომ ოდესისი პოლიციის წინსვლისთვის საჭიროა ახალი სისხლი, რომელიც უკრაინის მომავლისთვის უკეთესი იქნება.
საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს წინასწარი პატიმრობა თბილისის სააქალაქო სასამართლომ სექტემბერში შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.
უწყება ოდესის ოლქის პოლიციის უკვე ყოფილ მაღალჩინოსანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
ლორთქიფანიძის თქმით, გადაწყვეტილება გადადგომის თობაზე საკუთარი ნებით მიიღო.