მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ოჯახი ცხედრის იტალიიდან გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

იტალიაში გარდაცვლილი 52 წლის ნინო ნაროუშვილის ოჯახი ხელისუფლებისგან ცხედრის გადმოსვენების პროცედურაში დახმარებას ითხოვს.

გარდაცვლილის შვილი, თათია გაბიჩვაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ცხედრის გადმოსვენებას თურქული ავიაკომპანიით, 27 ივნისის ელოდნენ, თუმცა, სხვა მიცვალებულებთან ერთად, მისი ცხედარი სატვირთო თვითმფრინავში არ აღმოჩნდა.

შვილის სიტყვებით, კომპანიას დაავიწყდა ცხედრის გადმოსვენება და მიზეზად ადგილის არქონა დაასახელა. თათია გაბიჩვაძის თქმით, კომპანიაში განუცხადეს, რომ ხუთშაბათამდე რეისები არ შესრულდება.

„რეისები ყოველდღეა, უბრალოდ, არ მოდის ჩვენამდე ინფორმაცია. მინდა, რომ საქართველო დამეხმაროს, რომ დღეს თუ ვერა, ხვალ მაინც ჩამომისვენონ დედა. 4 ივნისს გარდაიცვალა და უკვე თითქმის 1 თვეა ველოდებით.” – ამბობს თათია გაბიჩვაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button