ოჯახი ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოლოდინშია

ზაზა გახელაძის საქმეზე ე. წ სასამართლო დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს. პროცესზე იმ ჯარისკაცს დაკითხვაა დაგეგმილი , რომელმაც წინა პროცესზე მიცემული ჩვენებით დაამტკიცა, რომ გახელაძე უდანაშაულოა და მას სასაზღვრო პატრულისთვის ცეცხლი არ გაუხსნია.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები იმედოვნებენ, რომ ქართველ ტყვეს ბრალი შეუმსუბუქდება და არ არის გამორიცხული სადავო მხოლოდ ე.წ საზღვრის კვეთა დარჩეს.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების იმედი აქვს მის ოჯახს.
” ოჯახის ერთადერთი სურვილია ზაზა დაუბრუნდეს. ოჯახს და დეფაქტო ხელისუფლებაც ალბათ, ამას გაითვალისწინებს და მალე დაუბრუნებს ოჯახს”, – თქვა ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.