რეგიონი

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ენმ-ს საკრებულოს წევრი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ზაალ გოროზია, რომელიც ენმ-ს მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრია, სენაკის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ 20,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, გადასახდელ ვადად კი 1 თვე განესაზღვრა.

პროკურორისთვის გაუგებარია მოსამართლის გადაწყვეტილება და აპირებს სააპელაციოში გაასაჩივროს.

დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს ხოლო საქმეში არსებული ექსპერტიზის დასვნის თანახმად დაზარალებულის დაზიანებები დროში არ ემთხვევა შესაძლო ძალადობის პერიოდს.

წინა სასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button