მეცნიერებმა მწეველი-რობოტი შექმნეს [Video]

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მწეველი-რობოტი შექმნეს, რომელსაც ერთდროულად 10 სიგარეტის მოწევა შეუძლია. მაგრამ მანქანის ღირსება მხოლოდ სიგარეტის მოწევაში არ მდგომარეობს. სიგარეტის ბოლი საგანგებო პლატისკენ მიემართება, რომლის ზედაპირზე ადამიანის ცოცხალი უჯრედებია განთავსებული, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ზუსტად შეისწავლონ თამბაქოს ბოლის ზეგავლენა ადამიანის ფილტვებზე.

მწეველი-რობოტი შემდეგნაირად მუშაობს: იგი დამოუკიდებლად უკიდებს სიგარეტს, შემდეგ კი საგანგებო მიკრორესპირატორის დახმარებით ბოლს “ისუნქავს” და ადამიანის სუნთქვის პროცესის იმიტაციას ახდენს. როცა ბოლი საგანგებო კამერაში მოხვდება, რობოტში დამონტაჟებული ათობით სენსორების მეშვეობით გამოსახულება ცენტრალურ კომპიუტერს გადაეცემა, რაც მეცნიერებს პროცესის ანალიზის საშუალებას მისცემს.

რობოტი ისეთი დაავადებების შესწავლის საშუალებას იძლევა, როგორიცაა ფილტვების ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

თავად რობოტს არა მხოლოდ თამბაქოს მოწევა შეუძლია, არამედ ელექტრონული სიგარეტებისაც, რომელთა ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე ბოლომდე შესწავლილი არაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button