მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპამნტებმა ააფეთქეს ხიდი რომელიც ბახმუტს სოფელ ხრომოვესთან აკავშირებდა

ღამით რუსულმა ძალებმა ააფეთქეს საკვანძო ხიდი, რომელიც ალყაში მოქცეულ ბახმუტს ერთ-ერთ მიმდებარე სოფელ ხრომოვესთან აკავშირებდა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

როგორც მედიას ქალაქ კონსტანტინოვკას პოლიციამ განუცხადა, იმედოვნებენ, რომ ხიდის შეკეთებას უახლოეს დღეებში მოახერხებენ, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოქალაქეების გადასაადგილებლად და საბრძოლო მასალების გადასატანად.

ამასთან, CNN წერს, რომ ხიდი ბახმუტისა და ჩასივ-იარის დამაკავშირებელი უკანასკნელი მარშრუტი იყო. პოლიციის განცხადებით, სამხედროებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ქალაქში შესვლა ბილიკებითა და მინდვრების გავლით.
პოლიციის განცხადებით, ჯარისკაცებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ქალაქში შესვლა შემოვლითი გზების გამოყენებით. ბახმუტში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ჯერ კიდევ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები:

ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქი ბახმუტი საოკუპაციო ძალების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იქ ყოველდღე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მათი თქმით, დონეცკის ოლქში სავალდებულო ევაკუაციის ბრძანებაა ამოქმედებული – ქალაქ ბახმუტში ამ დროისთვის 5 000-მდე ადამიანი რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button