მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტები უკრაინას დრონებით დაესხა თავს

რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ლუგანსკში ორ დღეში მეორე აფეთქება მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ოლქის იუბილეინის დასახლების თავზე შავი კვამლი ამოდის. აფეთქების შედეგად, რამდენიმე სახლი დაზიანდა. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში აფეთქებებია. ამ დროისთვის ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული – ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშენკოს განცხადებით, ქალაქში ორი აფეთქების ხმა გაისმა.
„აფეთქებების ხმა მთელ ქალაქში გაისმა. ამჯერად ეპიცენტრი აზოვსტალის მხარესაა“, – დაწერა მერის მრჩეველმა „ტელეგრამ“ არხზე.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება უკრაინის დროით, დაახლოებით დილით 08:49 საათზე მოხდა. აფეთქების მიზეზზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ფედოროვის თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში, ასევე, მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგია, წყალი და კავშირი გაწყდა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA წერს, რომ მელიტოპოლი აფეთქების შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
გარდა ამისა, ანდრიუშენკოს ცნობით, რუსი ოკუპანტები ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალებს აძლიერებენ. მისივე ცნობით, გუშინ მარიუპოლში პირველად დაფიქსირდა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა TOR-2, რომელიც S-300-ის, BUK-ისა და Pantsir-ის დანამატი გახდა.

დღეს, საჰაერო განგაშის დროს, რუსულმა ძალებმა ხმელნიცკის ოლქს “შაჰიდის” დრონების გამოყენებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხმელნიცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხმელნიცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, სერგეი ტიურინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ასობით სახლი დაზიადა
„სამწუხაროდ, გვაქვს დარტყმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ობიექტი მდებარეობს დასახლებების გარეთ. მოსახლეობას და საცხოვრებელ კორპუსებს პირდაპირი საფრთხე არ დამუქრებიათ, მაგრამ აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა ფანჯრები და კარები. ვრცელდება ინფორმაცია 5 დაშავებულის შესახებ“, – განაცხადა სერგეი ტიურინმა.
ცნობისთვის, დღეს დილით ოლქის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხმელნიცკში აფეთქებების ხმები ისმოდა

ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, ღამით რუსების თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მტერმა უპილოტო საფრენი აპარატი (Shahed-136/131) გამოიყენა, ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი კორპუსი.
“დღეს ღამით, 01:23 საათზე, მტერმა ნიკოლაივი, ირანული წარმოების Shahed-136/131 თავდასხმის თვითმფრინავებით დაბომბა. საბრძოლო მასალის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო საწარმოს ორსართულიანი შენობა განადგურდა. დაბომბვის შედეგად ორივე ობიექტზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს. დაშავდა სამი ადამიანი”, – წერს კიმი

მსგავსი პოსტები

Back to top button