მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტები ოკუპირებული ყირიმის თავდაცვას აძლიერებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ და მეტ სიმაგრეებს აგებენ.

კერძოდ, როგორც მედია უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქიდან 150 ახალწვეულ ჯარისკაცს შესაბამისი საინჟინრო სამუშაოების განხორციელება დაევალა.
როგორც უწყება წერს, ოკუპანტები შეტევით ოპერაციებს ძირითადად კუპიანის, ლიმანის, ბახმუტის, ავდივისა და შახტარის მიმართულებით ახორციელებენ. მათივე თქმით, გასულ ერთ დღეში უკრაინელებმა ამ მიმართულებებით მტრის 71 შეტევა მოიგერიეს.

„რუსეთის ფედერაცია თავის ძირითად ძალისხმევას შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტარსკის მიმართულებით. გასულ დღეს ჩვენმა დამცველებმა 71 თავდასხმა მოიგერიეს“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

გენშტაბის განცხადებით, რუსების მხრიდან 14 სარაკეტო და 19 საჰაერო დარტყმა განხორციელდა – პარალელურად, უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა 12 დარტყმა მიაყენეს ოკუპანტების სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს.
ამასთან, უწყების თქმით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო დარტყმის მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button