მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

რუსეთისა და უკრაინის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კახოვკას ჰეს-ის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰეს-ის განადგურების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 31 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში დანიშნული ე.წ “ადმინისტრაციის” წარმომადგენლის ანდრეი ალექსეენკოს ცნობით, ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში დაღუპულთა რიცხვი 29-ს აღწევს.

უკრაინის ინფორმაციით დატბორილი ტერიტორიებიდან 3 614 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს, მათ შორის 474 ბავშვია.

6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰესის კაშხალი 6 ივნისის ღამეს ააფეთქეს. დაიტბორა ათობით დასახლებული პუნქტი. ხერსონის ოლქის ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე რუსები ხალხს ევაკუაციის საშუალებას არ აძლვდნენ. ამას გარდა, ჰესის აფეთქებამ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button