ოკუპანტებმა ავიაიერიშები განახორციელეს უკრაინის ტერიტორიებზე

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდეევკაზე ავიაიერიშები განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ამ დროისთვის დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
“რუსებმა კიდევ ერთხელ “დაამარცხეს” საცხოვრებელი კორპუსები ავდიევკაში. ახლახან, სავარაუდოდ, KH-59-ის რაკეტებით. პუტინის ტურებმა რამდენიმე სართულიან კორპუსს მოარტყეს, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ”, – წერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე საკმაოდ მაღალია, რადგან რუსეთს შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაში 19 ხომალდი ჰყავს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმის შემდეგ ნაღმების საფრთხე, შესაძლოა, გაიზარდოს.
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში, ქალაქი სელიდივსკა “ურაგანის” რაკეტებით დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ავიაიერიშის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა.
“უკრაინული ქალაქი სელიდივსკა ისევ დაბომბეს, რუსმა არაადამიანებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს ნამდვილი სახე, მათ “ურაგანის“ საზენიტო რაკეტებით მშვიდობიანი მოსახლეობას ესროლეს” – წერია განცხადებაში
ხერსონის რაიონული ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში, ბილოზერის თემის სოფელ ველეტენსკში საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნეს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საბავშვო ბაღის შენობა დაზიანდა. ასევე დაზიანებულია ბაღის მიმდებარე ტერიტორია, ღობეები და ბეტონის ჭიშკარი.
“რუსულმა ჯარებმა დაბომბეს ბელოზერსკის თემის სოფელი ველეტენსკე – მათ ბავშვთა დაწესებულებას ესროლეს” – წერია მოხსენებაში
კიევში კომენდანტის საათთან დაკავშირებული შეზღუდვები იცვლება – შესაბამისი გადაწყვეტილება კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ მიიღო.
Unian-ის ცნობით, კომენდანტის საათის ხანგრძლივობის შეცვლის ვადებსა და პროცედურასთან დაკავშირებით პროცედურული კოორდინაცია ამჟამად მიმდინარეობს.
სამუშაო ვერსიით, 26 მარტიდან დედაქალაქში კომენდანტის საათი შემცირდება. მითითებული თარიღიდან ის გაგრძელდება ყოველდღე 00:00 საათიდან 05:00 საათამდე.